მოწვევა ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მიღების თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აცხადებს ბაზრის კვლევას
მონაცემთა ცენტრის ინფრასტრუქტურის და სერვერული მოდულების შესყიდვის მიზნით
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის შესყიდვების წესებისა და პირობების შესაბამისად გეგმავს: მონაცემთა ცენტრის ინფრასტრუქტურის (ლოტი 1) და სასერვერო მოდულების შესყიდვას (ლოტი 2).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ცენტრის ინფრასტრუქტურის ნაწილი მოძველებულია და გამოსულია მწყობრიდან და საჭიროებს განახლებას/გამართვას.
მონაცემთა ცენტრის აღჭურვილობის, მათ შორის სერვერული ნაწილების, მნიშვნელოვანი ნაწილი დაკომპლექტებულია Rittal-ის ფირმის მოწყობილობებით, ხოლო მონაცემთა დამუშავების ცენტრის რიგ მოწყობილობებზე მწარმოებლის, CISCO-ს, ლიცენზიის გახანგრძლივების საჭიროებაა. მონაცემთა ცენტრის გამართულად მუშაობისთვის აუცილებელია დაზიანებული/მწყობრიდან გამოსული კომპონენტების შეცვლა იგივე ფირმის/მოდელის კომპონენტებით, რათა მოხდეს სრული თავსებადობის უზრუნველყოფა არსებულ მოწყობილობებთან.
გთხოვთ, შესასყიდი საქონლის ჩამონათვალი, ტექნიკური დეტალები და ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მისაღებად მიმწოდებლისათვის განსაზღვრული მოთხოვნები იხილოთ თანდართულ დოკუმენტში და წარმოადგინოთ წინადადება მითითებული ფასების ცხრილის ფორმატის შესაბამისად.
წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 1 ივლისი.
გთხოვთ, წინადადებები მოგვაწოდოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ttoriashvili@moh.gov.ge და khamilakhvari@moh.gov.ge - სათაურით (subject line) წინადადება - ბაზრის კვლევა მონაცემთა ცენტრის ინფასტრუქტურის და სერვერული მოდულების შესყიდვის მიზნით.
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მიღებისთვის!
საკონტაქტო ინფორმაცია: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მსოფლიო ბანკის პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი:
თეა ტორიაშვილი - შესყიდვების კონულტანტი.
ტელ: 032 2 51 00 26 (შიდა - 05 06)
მიბმული ფაილები