ქვეყანა: საქართველო;
წინადადების წარმოდგენის ვადა: 5 სექტემბერი, 2022;
სათაური: საკონსულტაციო მომსახურება - ენერგოეფექტურობა საჯარო შენობებში;
ტენდერის No.: BMZ-No. 201970433, 302000909, KfW Procurement No.: 505590;
პროგრამის დასახელება: ღია პროგრამა ენერგოეფექტურობა საჯარო შენობებში;
შეტყობინების ტიპი: ინტერესის გამოხატვა / პრეკვალიფიკაცია;
მოკლე აღწერა:
პროექტის განსახორციელებლად მოწვეულნი არიან კვალიფიციური დამოუკიდებელი კონსულტანტები, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ საკონსულტაციო მომსახურების პრეკვალიფიკაციის დოკუმენტები. პროექტი მოიცავს განათლების სექტორში შერჩეული საჯარო შენობების (საჯარო სკოლები) ენერგოეფექტურ რეკონსტრუქციას და მოდერნიზაციას.
კონსულტანტმა უნდა წარმოადგინოს ექსპერტიზა კონცეფციის მომზადების, ტექნიკური დიზაინის, ტენდერის, მშენებლობისა და ექსპლუატაციის ზედამხედველობისა და პროექტის მენეჯმენტში, რათა უზრუნველყოს პროექტის განხორციელება დროის, ღირებულებისა და ხარისხის მიხედვით. კონსულტანტი შეასრულებს FIDIC ინჟინრის როლს ვარდისფერი წიგნის "სამშენებლო კონტრაქტის პირობები - MDB Harmonised Edition” -ის მიხედვით.
საერთაშორისო საკონსულტაციო შერჩევა გამოცხადებულია ქვემოთ მოცემულ ბმულზე:
https://www.gtai.de/en/trade/georgia/tenders/consulting-services-project-implementation-energy-efficiencymeasures-in-public-schools-867404
მიბმული ფაილები