ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის კახეთისა და სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონებისთვის ფარგლებში ნარჩენების შესაგროვებელი ტექნიკური აღჭურვილობის შესყიდვის ტენდერი ჩაიშალა
2/2/2022წ
დაფინანსება: გერმანიის რეკონსტრუციის საკრედიტო ბანკი (KfW)
შესყიდვის No. 500775
BMZ no: 2015 68 260
შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის ფარგლებში, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების შესაგროვებელი სხვადასხვა ზომისა და მოცულობის სატვირთო მანქანებისა და კონტეინერების, ქუჩის დასუფთავებისა და ნარჩენების სეპარირებული შეგროვების საპილოტე პროექტებისთვის ტექნიკური აღჭურვილობის შესყიდვის ტენდერი გაუქმდა. KfW-ის შესყიდვების სახელმძღვანელოს (2019 წლის იანვრის ვერსია, განახლებულია 2021 წლის იანვარში) 2.5.15 (2) პუნქტის საფუძველზე ყველა პრეტენდენტი უარყოფილი იქნა, კერძოდ ყველა მიღებული წინადადება არსებითად შეუსაბამო იყო სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან.
ტენდერის შეტყობინების მოკლე ვერსია
ქვეყანა:
საქართველო
წანადადებების შემოტანის ბოლო ვადა:
2021 წლის 20 დეკემბერი
სათაური:
კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების შესაგროვებელი სხვადასხვა ზომისა და მოცულობის სატვირთო მანქანებისა და კონტეინერების, ქუჩის დასუფთავების და ნარჩენების სეპარირებული შეგროვების საპილოტე პროექტებისთვის ტექნიკური აღჭურვილობის შესყიდვა.
ტენდერი No.:
500775
პროექტის სახელი:
მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისთვის
შეტყობინების ტიპი:
საერთაშორისო ტენდერი საქონლის შესაძენად
ტენდერის ფარგლებში შესასყიდი საქონლის/მომსახურების მოკლე აღწერა:
ნარჩენების შეგროვებისა და ქუჩის დასუფთავების სხვადასხვა სახის აღჭურვილობის შესყიდვა. ტენდერი დაყოფილია ლოტებად.
ლოტი 1: სხვადასხვა სახისა და მოცულობის ნარჩენების შემგროვებელი სატვირთო მანქანების; ქუჩის მექანიკური საწმენდი მანქანების (2); სეპარირების საპილოტე პროექტისთვის მუყაოს და ქაღალდის დასაპრესი მანქანისა (2) და საწყობის ავტოდამტვირთველის მიწოდება (2);
ლოტი 2: სხვადასხვა მოცულობისა (1100 ლიტრი, 240 ლიტრი და 120 ლიტრი) და სხვადასხვა სახის ნარჩენებისათვის კონტეინერების მიწოდება; ქუჩის დასუფთავების ტექნიკის (ქუჩის დასასუფთავებელი ურიკები, ნარჩენების მცირე მოცულობის ურნები და დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა უნიფორმები) მიწოდება.
ლოტი 3: პიკაპები
მონაწილეებს უფლება აქვთ წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები, როგორც ცალკეულ ლოტზე, ასევე ნებისმიერი ლოტების კომბინაციით, ან ყველა ლოტზე.
დეტალური ინფორმაციისათვის და სატენდერო დოკუმენტების გამოსათხოვად, გთხოვთ მიმართოთ პროექტის კოორდინატორს - თამარ ძიმისტარიშვილის t.dzimistarishvili@hotmail.com
მიბმული ფაილები