ბაზრის კვლევა   სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ბაზრის კვლევას
01.12.2022
  
 

 

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ბაზრის კვლევის შესახებ 

 

მოგესალმებით

 

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის კოლექტიური სადაზღვევო მომსახურების შესყიდვას. 

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა განისაზღვროს პრეისკურანტის ზღვრული ფასები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალებისა და პრეისკურანტის გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2022 წლის 16 დეკემბრის 18:00 საათისა, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (განფასებული პრეისკურანტის (შემოთავაზებული ფასები) PDF ფაილის სახით: ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტებზე: npkhakadze@mdf.org.gembochorishvili@mdf.org.ge.

 

დანართი: ტექნიკური დავალება და განსაფასებელი პრეისკურანტი

 

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის

 

მიბმული ფაილები