ბაზრის კვლევა   ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
13.12.2022
  
 

 

 

წინასაკვალიფიკაციო ცნობა პროექტისთვის „ენერგოეფექტური ღონისძიებები და ასევე ევროკავშირის ენერგოეფექტურ სტანდარტებთან დაახლოება შენობებში”

 

ქვეყანა: საქართველო

დამსაქმებელი: ბათუმის მუნიციპალიტეტი

პროექტი: „ენერგოეფექტური ღონისძიებები და ასევე ევროკავშირის ენერგოეფექტურ სტანდარტებთან დაახლოება შენობებში“

დაფინანსების წყარო: გერმანიის ფინანსური თანამშრომლობა

გრანტის No: BMZ-No. 2017 68 696

ხელშეკრულებები: ხელშეკრულებები 1 - 4

KFW შესყიდვის No: 509062

შეტყობინების ტიპი: წინასაკვალიფიკაციო ცნობა

გამოცემის თარიღი: 12 დეკემბერი 2022 წელი

ბოლო ვადა: 24 იანვარი 2023 წელი 

 

1. ბათუმის მუნიციპალიტეტმა მიიღო დაფინანსება KfW განვითარების ბანკისგან და აპირებს შემოსული თანხის ნაწილი გამოიყენოს პროექტისთვის “ენერგოეფექტურობის ღონისძიებებისა და ევროკავშირის ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან დაახლოება შენობებში.“ პროექტის საერთო მიზანია ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება, მდგრადი სტრუქტურების უზრუნველყოფა და შერჩეულ საბავშვო ბაღებში მომხმარებლებისთვის კომფორტის პირობების გაუმჯობესება. მომავალში ენერგიის დაზოგვა ხელს შეუწყობს სათბური ემისიების შემცირებას და ბათუმის მდგრად განვითარებას.

 

2. ბათუმის მუნიციპალიტეტი აპირებს აპლიკანტების წინასწარ კვალიფიკაციას 12 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, რომლებიც გადანაწილებულია ოთხ (4) ცალკეულ ხელშეკრულებაში და რომლებიც მდებარეობს ბათუმის ცენტრში. სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს საბავშვო ბაღების ენერგოეფექტურ რეაბილიტაციას და მოდერნიზაციას, მათ შორის სტრუქტურული მთლიანობის, ენერგოეფექტურობისა და ძირითადი კომფორტის გაზრდას. განმცხადებლებს უფლება აქვთ განაცხადი წარადგინონ ერთ, რამდენიმე ან ყველა კონტრაქტზე.

განმცხადებლის უფლებამოსილების და კვალიფიკაციის დადგენის მიზნით, განმცხადებლებმა უნდა დაადასტურონ, რომ ისინი სხვა მოთხოვნებს შორის არსებითად აკმაყოფილებენ შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:

 

ა) არ არის გამოცხადებული KfW-ის მიერ დაუშვებლად და/ან არ ექვემდებარება სანქციებს არც გერმანიის, არც ევროკავშირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხრიდან ამ ინსტიტუტების მიერ ტერორიზმთან ბრძოლასთან დაკავშირებით შექმნილი გამორიცხვის სიების შესაბამისად;

ბ) არანაირი ინტერესთა კონფლიქტი

გ) ხელშეკრულების შეუსრულებლობა არ მომხდარა განმცხადებლის, როგორც მთავარი კონტრაქტორის, ერთობლივი საწარმოს წევრის ან ქვეკონტრაქტორის შეუსრულებლობის შედეგად ბოლო ხუთი (5) წლის განმავლობაში;

დ) არ არის შეჩერებული სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის დეკლარაციის შესრულების საფუძველზე;

ე) განმცხადებლის ფინანსური მდგომარეობის სიმტკიცე ბოლო ხუთი (5) წლის განმავლობაში აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების წარდგენის გზით;

ვ) სამშენებლო გამოცდილება ბოლო ათი (10) წლის განმავლობაში, მათ შორის ენერგოეფექტური გათბობის სისტემების, თბო ფასადის იზოლაციის, ენერგოეფექტური ფანჯრების, კარების ან მზის ჩრდილების დაყენება, ელექტრო სამუშაოები და მონტაჟი შენობებში;

ზ) ISO 9001 ხარისხის მართვის სერთიფიკატი.

 

მოსალოდნელია, რომ სატენდერო წინადადების მოწვევა 1-ლი კონტრაქტის წინასწარკვალიფიცირებული პრეტენდენტებისთვის განხორციელდება 2023 წლის გაზაფხულზე. სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო დაწყების თარიღი 2023 წლის ზაფხული/შემოდგომაა.

 

3. წინაკვალიფიკაცია ჩატარდება KfW განვითარების ბანკის „საკონსულტაციო მომსახურების, სამუშაოების, ქარხნის, საქონლისა და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის სახელმძღვანელოში პარტნიორ ქვეყნებთან ფინანსური თანამშრომლობისას“ (ხელმისაწვდომია KfW-ის ვებ-გვერდზე) განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად და ღიაა ყველა უფლებამოსილი განმცხადებელისთვის, როგორც ეს მასშია განსაზღვრული.

 

4. დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ მიიღონ დამატებითი ინფორმაცია ბათუმის მუნიციპალიტეტიდან სამუშაო საათებში ქვემოთ მოცემულ კონტაქტებზე. წინასაკვალიფიკაციო დოკუმენტის სრული ნაკრები ინგლისურ ენაზე შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონულად PDF ფორმატში, უფასოდ დაინტერესებული აპლიკანტების მიერ წერილობითი განაცხადის წარდგენის შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: 

 

რუსუდან ჟოჟაძე

მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის უფროსი

rzhozhadze@gmail.com 

 

წერილობით განცხადებას უნდა დაერთოს თავფურცელი, რომელშიც მკაფიოდ არის მითითებული კომპანიის სახელი, საცხოვრებელი ქვეყანა და საკონტაქტო ინფორმაცია.

 

5. წინასაკვალიფიკაციო განაცხადები წარდგენილ უნდა იქნეს ძირითადად ინგლისურ ენაზე ქვემოთ მითითებულ მისამართზე ფოსტით ან ხელით მკაფიოდ მონიშნულ და დალუქულ კონვერტებში არაუგვიანეს 2023 წლის 24 იანვრის 12:00 (შუადღის) საათისა ევროპის ცენტრალური დროით. წარდგენის შემდეგ, წარდგენის დრო და თარიღი ოფიციალურად ჩაიწერება.

 

1 (ერთი) ორიგინალი, 2 (ორი) ნაბეჭდი ასლი და 1 (ერთი) სკანირებული ელექტრონული ასლი PDF ფორმატში, გაგზავნილ/ჩაბარებულ იქნას მისამართზე:

 

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტი

ბათუმის მერია

ქ. ლუკა ასათიანის 25.

ბათუმი 6010

საქართველო 

 

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ორიგინალი აპლიკაციების წარდგენას. ბათუმის მუნიციპალიტეტში განსაზღვრული იქნება საბუთების მიღების დრო. დაგვიანებული განაცხადები უარყოფილი იქნება და დაბრუნდება გაუხსნელად.

 

ბათუმი, 2022 წლის დეკემბერი

 

 

 

მიბმული ფაილები