სამშენებლო სამუშაოების საერთაშორისო ტენდერი
სატენდერო წინადადებების წარდგენის საბოლოო ვადა: 2023 წლის 21 თებერვალი 17:00 საათი (13:00 სთ.ბრიტანეთის დრო)
პროექტის სახელწოდება:
ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი
ქვემო ქართლში, ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა.
პროექტის ნომერი: 23622475
დამსაქმებლის სახელწოდება და მისამართი:
შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“.
მისამართი ა. პოლიტკოვსკაიას 14, 0186
თბილისი, საქართველო
წინადადების წარდგენის დეტალები:
სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია ელექტრონულად, ქვემოთ მოყვანილ ბმულზე, რეგისტრაციის გავლის შემდგომ.
წინადადების წარდგენა და ასევე კორესპონდენცია იწარმოება ინგლისურ ენაზე, ელექტრონული სახით, მხოლოდ ქვემოთ მოცემულ ბმულზე.
ინტერესთა გამოხატვა ხდება ელექტრონულად.
https://ecepp.ebrd.com/respond/546674338Y
სატენდერო წინადადება გაიხსნება 2023 წლის 21 თებერვალს (13:00 სთ. ბრიტანეთის დროით) 17:00 საათზე თბილისის დროით, ელექტრონულად.
პროექტის აღწერა:
ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი გულისხმობს ქვემო ქართლში, ახალი ევროპული სტანდარტების შესაბამისი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას, რომელიც მოემსახურება რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტს (წალკა, დმანისი, ბოლნისი, მარნეული, თეთრიწყარო)
ხელშეკრულების შინაარსის აღწერილობა:
მოცემული ტენდერი მოიცავს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის ორი უჯრედის მშენებლობა ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, გამონაჟონის გამწმენდი ნაგებობის, აირების მართვის სისტემის და 1.8 კმ მისასვლელი გზის მოწყობის ჩათვლით.