მოწვევა ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მიღების თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აცხადებს ბაზრის კვლევას
ფოტო აპარატურის შესყიდვის მიზნით
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის შესყიდვების წესებისა და პირობების შესაბამისად გეგმავს ფოტოაპარატურის შესყიდვას:
გთხოვთ, შესასყიდი საქონლის სპეციფიკაციები და ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მისაღებად მიმწოდებლისათვის განსაზღვრული მოთხოვნები იხილოთ თანდართულ დოკუმენტში და წარმოადგინოთ წინადადება მითითებული ფასების ცხრილის ფორმატის შესაბამისად.
წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 10 თებერვალი.
გთხოვთ, წინადადებები მოგვაწოდოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ttoriashvili@moh.gov.ge და khamilakhvari@moh.gov.ge - სათაურით (subject line) წინადადება - ბაზრის კვლევა ფოტოაპარატურის შესყიდვის მიზნით.
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მიღებისთვის!
საკონტაქტო ინფორმაცია: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მსოფლიო ბანკის პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი:
თეა ტორიაშვილი - შესყიდვების კონულტანტი.
ტელ: 032 2 51 00 26 (შიდა - 05 06)
მიბმული ფაილები