მოწვევა ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მიღების თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აცხადებს ბაზრის კვლევას COVID-19
SARS-CoV-2 ანტიგენის აღმომჩენი სწრაფი ტესტების (Covid-19 Antigen (Ag) RDT)
შესაძლო შესყიდვის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ფარგლებში გეგმავს COVID-19 / SARS-CoV-2 ანტიგენის სწრაფი ტესტების - (COVID-19 Ag (Antigen) RDT) შესყიდვას.
გთხოვთ, შესასყიდი საქონელის სპეციფიკაციები და სატენდერო პროცედურებში მონაწილეობის მისაღებად მიმწოდებლისათვის განსაზღვრული მოთხოვნები იხილოთ თანდართულ ფაილში და წარმოადგინოთ წინადადება ფაილიში მითითებული ფასების ცხრილის ფორმატის შესაბამისად.
წინადადებების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 11 თებერვალი, 2022 წ.
გთხოვთ, წინადადებები მოგვაწოდოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ngvenetadze@moh.gov.ge ან ninokvernadze@moh.gov.ge
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მიღებისთვის!
საკონტაქტო ინფორმაცია: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი:
ნინო გვენეტაძე - შესყიდვების მენეჯერი.
ტელ: + 995 2 51 00 11 (შიდა ) 05 06
მიბმული ფაილები