ბაზრის კვლევა   სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ბაზრის კვლევას
04.02.2022
  
 

 

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ბაზრის კვლევის შესახებ

 

 

მოგესალმებით, 

 

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს Design-Build მეთოდით, ქალაქ რუსთავში, მეგობრობის ხეივანში არსებული სატრანსპორტო გზის გამყოფი ზოლისა და საფეხმავლო ზოლის ტროტუარების, სკვერის რეაბილიტაცსათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე სარეაბილიტაცი სამუშაოების შესრულების შესყიდვას. 

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია განისაზღვროს შესყიდვის ობიექტის (Design-Build მეთოდით, ქალაქ რუსთავში, მეგობრობის ხეივანში არსებული სატრანსპორტო გზის გამყოფი ზოლისა და საფეხმავლო ზოლის ტროტუარების, სკვერის რეაბილიტაცსათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე სარეაბილიტაცი სამუშაოების შესრულება) სავარაუდო ღირებულება.  

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული PDF და Excel-ის ფაილების გათვალისწინებით, გთხოვთ, არაუგვიანეს 2022 წლის 14 თებერვლის 18:00 საათისა, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (განფასებული ცხრილი, PDF ფაილის სახით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტებზე: zsimonia@mdf.org.ge ; gkartozia@mdf.org.ge ; mbochorishvili@mdf.org.ge .

 

დანართები:

1.       1 (ერთი) PDF ფაილი;

2.       1 (ერთი) Excel-ის ფაილი;

3.       განსაფასებელი ცხრილი.

 

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის

 

 

მიბმული ფაილები (განახლდა)