ბაზრის კვლევა   სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ბაზრის კვლევას
31.01.2022
  
 

 

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ბაზრის კვლევის შესახებ

 

 

მოგესალმებით,

 

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს Design-Build მეთოდით, ქალაქ ტყიბულში, გამსახურდიას ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობებისა და მიმდებარე საფეხმავლო ზოლის და სკვერების რეაბილიტაციისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების შესყიდვას.

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია განისაზღვროს შესყიდვის ობიექტის (Design-Build მეთოდით, ქალაქ ტყიბულში, გამსახურდიას ქუჩაზე არსებული შენობა- ნაგებობებისა და მიმდებარე საფეხმავლო ზოლის და სკვერების რეაბილიტაციისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და დეტალური საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება) სავარაუდო ღირებულება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული PDF და Excel-ის ფაილების გათვალისწინებით, გთხოვთ, არაუგვიანეს 2022 წლის 14 თებერვლის 18:00 საათისა, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (განფასებული ცხრილი, PDF ფაილის სახით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტებზე: zsimonia@mdf.org.ge ; gkartozia@mdf.org.ge ; mbochorishvili@mdf.org.ge .

 

 

დანართები:

1. 1 (ერთი) PDF ფაილი;

2. 21 (ოცდაერთი) Excel-ის ფაილი;

3. განსაფასებელი ცხრილი.

 

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის

 

 

მიბმული ფაილები