განცხადება
სამშენებლო სამუშაოების წინასაკვალიფიკაციო შერჩევა
სატენდერო წინადადებების წარდგენის საბოლოო ვადა: 2022 წლის 31 მარტი 15:00 საათი
პროექტის სახელწოდება:
ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი
ქვემო ქართლის რეგიონში, ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა.
პროექტის ნომერი:
19936233
დამსაქმებლის სახელწოდება და მისამართი:
შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ა. პოლიტკოვსკაიას 14, 0186 თბილისი, საქართველო
წინადადების წარდგენის დეტალები:
წინასაკვალიფიკაციო დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია ელექტრონულად ქვემოთ მოყვანილ ბმულზე, რეგისტრაციის გავლის შემდგომ.
წინადადება და ასევე კორესპონდენცია იწარმოება ინგლისურ ენაზე ელექტრონული სახით მხოლოდ ქვემოთ მოცემულ ბმულზე.
ინტერესთა გამოხატვა ხდება მხოლოდ ელექტრონულად.
https://ecepp.ebrd.com/delta/project/buyer/displayNotice.html?id=19936384&type=InvitationForPrequalification
სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით, თბილისის დროით 15:00 სთ.მდე (ინგლისის დროით 12:00 სთ.), ელექტრონული სახით
კონტრაქტი გაფორმდება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კონტრაქტორ კომპანიასთან ტექნიკური და ეკონომიკური მოთხოვნები წარმოდგენილია წინასაკვალიფიკაციო შერჩევის დოკუმენტში რომელიც ხელმისაწვდომია ელექტრონულად ზემოთ მოყვანილ ბმულზე.
პროექტის აღწერა:
ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტი გულისხმობს მყარი ნარჩენების მართვის გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სისტემის განვითარების ხელშეწყობას ქვემო ქართლის რეგიონში. პროექტის მიზანია ქვემო ქართლის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება აღნიშნული რეგიონის 5 მუნიციპალიტეტს (წალკა, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული, ბოლნისი) და აღნიშნული მუნიციპალიტეტების აღჭურვას ნარჩენების შეგროვების და ქუჩის დასუფთავებისთვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით.
ხელშეკრულების შინაარსის აღწერილობა:
მოცემული ტენდერი მოიცავს ქვემო ქართლის რეგიონისთვის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ წინწყაროს მიმდებარედ, ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის ორი უჯრედის მშენებლობა, გამონაჟონის გამწმენდი ნაგებობის, აირების მართვის სისტემის და 1.8 კმ მისასვლელი გზის მშენებლობის ჩათვლით, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს № 421 დადგენილებისა და ევროკავშირის 1999/31/EC წლის „ნარჩენების ნაგავსაყრელის შესახებ“ დირექტივის თანახმად.