გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ბაზრის კვლევის შესახებ
მოგესალმებით,
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს Design-Build მეთოდით, ქალაქ ზესტაფონში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე შენობა-ნაგებობებისა და მიმდებარე საფეხმავლო ზოლის და სკვერის რეაბილიტაციისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია განისაზღვროს შესყიდვის ობიექტის (Design-Build მეთოდით, ქალაქ ზესტაფონში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე შენობანაგებობებისა და მიმდებარე საფეხმავლო ზოლის და სკვერის რეაბილიტაციისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და დეტალური საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება) სავარაუდო ღირებულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული PDF და Excel-ის ფაილების გათვალისწინებით, გთხოვთ, არაუგვიანეს 2022 წლის 18 თებერვლის 18:00 საათისა, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (განფასებული ცხრილი, PDF ფაილის სახით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტებზე: zsimonia@mdf.org.ge ; gkartozia@mdf.org.ge ; mbochorishvili@mdf.org.ge .
დანართები:
1. 1 (ერთი) PDF ფაილი;
2. 1 (ერთი) Excel-ის ფაილი;
3. განსაფასებელი ცხრილი.
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის
მიბმული ფაილები (17.02.2022)