ბაზრის კვლევა   შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“
10.02.2022
  
 

 

 

ტენდერის შეტყობინების მოკლე ვერსია

 

ქვეყანა:

საქართველო

 

წანადადებების შემოტანის ბოლო ვადა:

2022 წლის 14 მარტის ჩათვლით

 

სათაური:

კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების შესაგროვებელი სხვადასხვა ზომისა და მოცულობის სატვირთო მანქანებისა და კონტეინერების, ქუჩის დასუფთავების და ნარჩენების სეპარირებული შეგროვების საპილოტე პროექტებისთვის ტექნიკური აღჭურვილობის შესყიდვა - ხელახალი ტენდერის გამოცხადება

 

ტენდერი No.:

 507997

 

პროექტის სახელი:

მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისთვის

 

შეტყობინების ტიპი:

საერთაშორისო ტენდერი საქონლის შესაძენად - ხელახალი ტენდერის გამოცხადება

 

ტენდერის ფარგლებში შესასყიდი საქონლის/მომსახურების მოკლე აღწერა:

 

ნარჩენების შეგროვებისა და ქუჩის დასუფთავების სხვადასხვა სახის აღჭურვილობის შესყიდვა. ტენდერი დაყოფილია ლოტებად.

 

ლოტი 1: სხვადასხვა სახისა და მოცულობის ნარჩენების შემგროვებელი სატვირთო მანქანების; ქუჩის მექანიკური საწმენდი მანქანების; სეპარირების საპილოტე პროექტისთვის მუყაოს და ქაღალდის დასაპრესი მანქანისა და საწყობის ავტოდამტვირთველის მიწოდება;

 

ლოტი 2: სხვადასხვა მოცულობისა (1100 ლიტრი, 240 ლიტრი და 120 ლიტრი) და სხვადასხვა სახის ნარჩენებისათვის კონტეინერების მიწოდება; ქუჩის დასუფთავების ტექნიკის (ქუჩის დასასუფთავებელი ურიკები, ნარჩენების მცირე მოცულობის ურნები და დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა უნიფორმები) მიწოდება.

 

ლოტი 3: პიკაპები

 

მონაწილეებს უფლება აქვთ წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები, როგორც ცალკეულ ლოტზე, ასევე ნებისმიერი ლოტების კომბინაციით, ან ყველა ლოტზე.

 

დეტალური ინფორმაციისათვის და სატენდერო დოკუმენტების გამოსათხოვად, გთხოვთ მიმართოთ პროექტის კოორდინატორს - თამარ ძიმისტარიშვილის t.dzimistarishvili@hotmail.com