ბაზრის კვლევა   სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ბაზრის კვლევას
26.04.2022
  
 

 

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ბაზრის კვლევის შესახებ

 

 

მოგესალმებით,

 

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის გეგმავს, ფონდის ადმინისტრაციული საჭიროებებიდან გამომდინარე, საარქივო მომსახურების შესყიდვას. 

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია განისაზღვროს შესყიდვის ობიექტის - საარქივო მომსახურების (სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავება და აკინძვადახარისხება) სავარაუდო ღირებულება. 

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული გასატარებელი ღონისძიებების შესაბამისად, გთხოვთ, არაუგვიანეს 2022 წლის 10 მაისის 18:00 საათისა, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით (განფასებული ხარჯთაღრიცხვა, PDF ფაილის სახით, PDF ფაილი ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით), სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტებზე: nkasradze@mdf.org.ge; ltvaradze@mdf.org.ge.

 

 

მიბმული ფაილები