2022 წლის 27 მაისს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მალდივის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს დელეგაცია სასწავლო ვიზიტით სტუმრობდა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს ინსტიტუციური მოწყობა, ქართული კანონმდებლობის დებულებები, გამოყენებული პროცედურები და ინსტრუმენტები, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, მათ შორის ელექტრონული სისტემის მოწყობისა კორუფციასთან ბრძოლის სფეროში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროპელი ექსპერტები. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე.