სიხლეები   იტალიაში, საჯარო შესყიდვების თემატიკაზე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
13.07.2022
  
 

 

 

4-6 ივლისს, იტალიაში, რომის უნივერსიტეტში გაიმართა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია საჯარო შესყიდვების თემატიკაზე - GPC2022 - 7th Global Procurement Conference, რომელშიც მონაწილეობდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელობა - სააგენტოს თავმჯდომარე ლ.რაზმაძე და თავმჯდომარის მოადგილე კ.დემეტრაშვილი. ამ ყოველწლიურ კონფერენციას ესწრებოდა ევროპის, აზიისა და ამერიკის რეგიონების ქვეყნების საჯარო შესყიდვების უწყებების ხელმძღვანელი და სხვა, მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ასევე მსოფლიოში აღიარებული წამყვანი ექსპერტები და პროფესორები აკადემიური წრეებიდან, აგრეთვე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუციებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო დისკუსიებში, დაამყარეს საქმიანი კონტაქტები ახალ კოლეგებთან სხვადასხვა ქვეყნებიდან, დამატებით მოლაპარაკებები გამართეს სამომავლო თანამშრომლობაზე იტალიის, აშშ, მაკედონიის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და ბელორუსის ოფიციალურ პირებთან.