11 ივლისს, სააგენტოს სტუმრობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია. ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მისია ახორციელებს საქართველოში მნიშვნელოვან შეფასებას საჯარო სექტორში ინვესტიციებისა და საინვესტიციო პროექტების მართვის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. მისია დეტალურად დაინტერესდა სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი ნორმებით, ელექტრონული შესყიდვების განხორციელების არსებული პრაქტიკით და სხვა ასპექტებით. აღინიშნა სახელმწიფო შესყიდვების მნიშვნელობა, როგორც საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტად მიმდინარე შეფასების დროს. მისიას შეხვდნენ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე კ.დემეტრაშვილი და შესაბამისი სამსახურების უფროსები.