სიხლეები   მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ სასწავლო კურსი გაიმართება
05.10.2022
  
 

 

 

მიმდინარე წლის 12-13 ოქტომბერს, საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ ორდღიანი ონლაინ სასწავლო კურსი გაიმართება. სასწავლო კურსი მიზნად ისახავს მონაწილეთათვის მდგრადი საჯარო შესყიდვების არსისა და მისი სარგებლის, მის დასანერგად გადადგმული ნაბიჯებისა და ამ მიმართულებით მომზადებული სამართლებრივი დებულებების პროექტების გაცნობას, აგრეთვე, მდგრადი საჯარო შესყიდვების პრაქტიკული განხორციელების საკითხების თაობაზე ცნობიერების ამაღლებას. სასწავლო კურსს გახსნის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლები, ხოლო საწავლო კურსს გაუძღვება EU4Environment პროექტის ჯგუფის ეროვნული სამართლის ექსპერტი - ნატო ბერიძე.

 

აღნიშნული სასწავლო კურსი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Environment პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამასთან (UNEP) მჭიდრო თანამშრომლობით. 

 

მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ სასწავლო კურსში მონაწილოების მისაღებად, აგრეთვე, სასწავლო კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკონტაქტო პირია ნათელა ბლიაძე - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროექტის კოორდინატორი (მობ: +995 598 21 82 85, ელ. ფოსტა: Natela.Bliadze@eiec.gov.ge ).

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ:

 

https://www.eu4environment.org/events/training-course-on-the-sustainable-public-procurement-in-georgia/