სიხლეები   ტრენინგი “სახელმწიფო შესყიდვების ონლაინ კურსი“ სახელმწიფო უწყებების შესყიდვების სპეციალისტებისათვის
22.12.2020
  
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრი გილოცავთ დამდეგ  2021წელს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ.    
 
გაცნობებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ორგანიზებით, ამავე უწყების სასწავლო ცენტრი ტრენინგებს  „სახელმწიფო შესყიდვების ონლაინ კურსი“განაახლებს 2021 წლის 25 იანვრიდან, სახელმწიფო უწყებების, მათ მიერ დაფუძნებული და მათ მართვაში არსებული სსიპ - ები, ააიპ-ების, შპს-ებისა და სხვა შესყიდვების კუთხით დასაქმებული სპეციალისტებისათვის.
 
ტრენინგებს გაუძღვებიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით.
 
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გაიარონ რეგისტრაცია:
 
http://procurement.gov.ge/TrainingCenter/training/registration.aspx
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
 
ტელ: 577 570 577 თინათინ  ალენი
      555 20 02 53 ნათია ბედენაშვილი
      577 24 44 28 ნინო ჭავჭავაძე
ელ.ფოსტა: training.center@spa.ge