სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „ღომა 3+“
16.02.2021
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „ღომა 3+“

შპს „ღომა 3+“
ს/ნ: 248434868


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2021 წლის 25 იანვარს წარმოდგენილ იქნა ააიპ „შუახევის ბაგაბაღების გაერთიანების“ 2021 წლის 20 იანვრის № 01-18/02 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 459), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ღომა 3+“-ის (ს/ნ: 248434868) მიერ NAT200000824 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2020 წლის 30 იანვრის № 13 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@procurement.gov.ge.