სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ !
07.04.2016
  
 
2016 წლის 10 აპრილიდან ძალაში შედის ცვლილებები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“. 

ცვლილებებით განისაზღვრა SMP მოდულის საშუალებით სააგენტოში გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით მომართვის (მათ შორის, დაზუსტებული მომართვის) წარმოდგენის ზუსტი ვადები, რომლის მიხედვითაც მომართვა, რომელიც სააგენტოს წარედგინება 18:00 საათის შემდეგ ან უქმე და დასვენების დღეებში, წარდგენილად ითვლება მომდევნო სამუშაო დღეს.

საგულისხმოა, რომ ბრძანებით განისაზღვრა სააგენტოს მიერ გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის საფუძვლები, სახელდობრ სააგენტოსთან შეთანხმებას ექვემდებარება ისეთი ცვლილება, რომლის გამარტივებული შესყიდვის საფუძვლისთვის დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობა უნდა შემოწმდეს აღნიშნული წესის დანართით განსაზღვრული კითხვარით, რომელიც გენერირებულია SMP მოდულში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მოუწოდებს შემსყიდველ ორგანიზაციებს განუხრელად დაიცვან ცვლილებებით გათვალისწინებული ნორმები. იმავდროულად
სააგენტო გამოთქვამს მზადყოფნას, დაინტერესებულ პირებს გაუწიოს სათანადო კონსულტაცია. დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ გამარტივებული შესყიდვების შეთანხმების სამსახურს ან სააგენტოს ცხელ ხაზს.