სიხლეები   WTO-ს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების (GPA) შეთანხმებაზე სემინარი გაიმართა
24.05.2016
  
 




 




 
პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი
 
WTO-ს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების  (GPA) შეთანხმებაზე სემინარი გაიმართა
 
2016 წლის 23-24 მაისს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი თბილისში გაიმართა საერთაშორისო სემინარი თემაზე: მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების (GPA) ვალდებულებები, მიერთების პროცესი და საქართველოსთვის კომერციული შედეგები.
სემინარი ორგანიზებული იყო აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის სავაჭრო სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP), საქართველოში აშშ-ს საელჩოს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) სამდივნოს მიერ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან თანამშრომლობით. ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა შეთანხმებული იყო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან, საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებთან და დაფინანსდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.
სემინარზე განხილული იყო მრავალი ასპექტი WTO-ს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების (GPA) განახლებული რედაქციისა და საქართველოსთვის პოტენციური სიკეთეების  შესახებ, აგრეთვე, GPA ფარგლებში ცვლილებების აუცილებლობის  მაგალითები და შედეგები.
სემინარზე ორი დღის განმავლობაში პრეზენტაციები წარმოადგინეს: ლორი კელეჰერმა - სავაჭრო სამართლის განვითარების პროგრამა (CLDP) WTO-ს მრჩეველი; ანა მიულერმა -  WTO სამდივნო; ადამ ბოლტიკმა - საერთაშორისო ვაჭრობის სპეციალისტი, მოლაპარაკებები და შესაბამისობა სავაჭრო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, აშშ ვაჭრობის დეპარტამენტის საერთაშორისო ვაჭრობის ადმინისტრაცია (ITA); ერიკს მეზალისიმ - EBRD, GPA, TC პროგრამა; ანტონიო ლო პარკომ - ატაშე, სავაჭრო ურთიერთობები, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში; კოტე მდინარაძემ - ექსპორტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; დიმიტრი გულისაშვილმა  – საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო; აგრეთვე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა.
 
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ კახა დემეტრაშვილმა საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია თემაზე: „საქართველოს მიღწევები შესყიდვების რეფორმაში და ამ ფაქტის მნიშვნელობა  GPA-თან სავარაუდო მიერთებისათვის“. მან აღნიშნა, რომ ამ სემინარის მეშვეობით, საქართველოს მხარდამჭერი საერთაშორისო ორგანიზაციების, ამერიკის მთავრობის წარმომადგენლებმა, ევროკავშირის დელეგაციიდან, კოლეგებმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან, საქართველოს მთავრობას, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, ბიზნესსაზოგადოებას და სხვა დაინტერესებულ პირებს გაუზიარეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სპეციალიზებული შეთანხმებების შესახებ დადებითი მხარეები, პოტენციური პოზიტიური შედეგები და შესაძლებლობები.  რაც შეეხება, სამომავლო პერსპექტივასა და სარგებელს, კახა დემეტრაშვილის თქმით, „ეს არის თავისუფალი ვაჭრობის ინტესიფიცირება, ქართული კომპანიებისთვის ახალი და აუთვისებელი საექსპორტო შესაძლებლობა, 1,7 ტრილიონი დოლარის ბაზრებზე მსოფლიოში შეღწევადობასთან დაკავშირებით, საჯარო შესყიდვების წესების ლიბერალიზაცია, სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომი მოდერნიზება და ა.შ.“.