სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ !
15.10.2018
  
 
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს №446 დადგენილებისა და „2018-2019 წლების განმავლობაში საბურავების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 ივლისის №1411  განკარგულების გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გეგმავს 2019 წლის განმავლობაში დიდი ტვირთამწეობის საბურავების საჭიროებებისათვის კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას. გთხოვთ, ცხრილის შესაბამისად მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია: რა რაოდენობისა და პარამეტრების მქონე საბურავების შესყიდვას აპირებთ, 2019 წლის 1 იანვრიდან - 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ავტობუსების, სასოფლო სამეურნეო ტექნიკის, სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების და ინდუსტრიული ტექნიკისათვის.
წარმოდგენილი გეგმების აგრეგირებისა და გაანალიზების საფუძველზე მოგვიანებით გეცნობებათ, იმ საბურავების ჩამონათვალი და პირობები რომელთა შესყიდვაც განხორციელდება კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში. 
გთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე                            და მითითებულ ვადაში სათანადოდ შეავსოთ თანდართული ცხრილის ველები.   
 
 ინფორმაცია წარმოადგინეთ:
ა)  nkochiashvili@spa.ge ელექტრონულ ფოსტაზე;
ბ) არაუგვიანეს 2018 წლის 25 ოქტომბრისა;
გ) ინფორმაციის მოწოდების პროცესში ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონზე 596 117 117 ნიკოლოზ ქოჩიაშვილი;
დ) შესავსები ცხრილი, რომლის საშუალებითაც ხორციელდება გეგმის წარმოდგენა იხილეთ შემდეგ ბმულზე