სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ !
20.11.2018
  
 
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს №446 დადგენილების გათვალისწინებით, სახელწიფო შესყიდვების სააგენტო გეგმავს სატრანსპორტო საშუალებების ძრავის ზეთისა და ზეთის ფილტრების შესყიდვის მიზნით კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებას. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ძრავის ზეთის და ზეთის ფილტრების სერვისცენტრებში გამოცვლა (თბილისი, თელავი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი, ახალციხე) ასევე შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ზეთის ადგილზე მიწოდება (კასრებით ერთჯერადად არანაკლებ 200 ლიტრისა). გთხოვთ, CTD მოდულის ცხილში შეავსოთ ძრავის ზეთის მხოლოდ ის მოცულობა, რომლის შეცვლასაც გეგმავთ 2019 წლის განმავლობაში გამარჯვებული კომპანიის სერვისცენტრებში, ხოლო ელექტრონულ ფოსტაზე Lkirvalidze@spa.ge მოგვწერეთ შემოთავაზებული ზეთების ის რაოდენობა, რომელთა შესყიდვასაც აპირებთ (კასრებით, ერთჯერადად არანაკლებ 200 ლიტრისა).
 
გთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე                            და მითითებულ ვადაში სათანადოდ შეავსოთ თანდართული ცხრილის ველები.   
 
 ინფორმაცია წარმოადგინეთ:
ა) იმ ზეთის შესახებ ინფორმაცია, რომლის გამოცვლაც უნდა მოხდეს სერვისცენტრში წარმოადგინეთ CTD-მოდულში, ხოლო კასრებით შესასყიდი რაოდენობა, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე Lkirvalidze@spa.ge.
ბ) არაუგვიანეს 2018 წლის 29 ნოემბრისა;
გ) ინფორმაციის მოწოდების პროცესში ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონზე 571 255 255 ლაშა კირვალიძე;