სიხლეები   ჩვენი ელექტრონული ტენდერების სისტემა მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარეს
18.05.2012
  
 

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანმა ელექტრონულმა სისტემამ გაეროს მიერ ორგანიზებულ საჯარო სამსახურის ყველაზე პრესტიჟულ, ყოველწლიურ კონკურსში  გაიმარჯვა ნომინაციაში: „საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენცია და კორუფციასთან ბრძოლა.“ აღნიშნული ნომინაცია პირველია იმ ხუთ ნომინაციას შორის, რომლებშიც წელს 73 ქვეყნის 471 ნომინანტი იბრძოდა გამარჯვების მოსაპოვებლად. ჩვენმა სისტემამ საპრიზო მეორე ადგილი მოიპოვა. ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი საერთაშორისო წარმატებაა და ქართული ელექტრონული ტენდერების სისტემის საყოველთაო აღიარებაა.

საჯარო სამსახურის ყოველწლიური დაჯილდოება გაეროს ორგანიზებით უკვე მე-10 წელია იმართება და წინა წლებში საპრიზო ადგილები მიენიჭათ ისეთ წარმატებულ ქვეყნებს როგორებიცაა აშშ, კანადა, იაპონია, სამხრეთ კორეა, სინგაპური, ნიდერლანდები, გერმანია, შვეიცარია და სხვ.

დაჯილდოების ცერემონიალი ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გაიმართება. გამარჯვებულებს გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი თავად გადასცემს ჯილდოებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 400-ზე მეტი წარმომადგენელი. მათ შორის, გენერალური ასამბლეის ხელმძღვანელები, მსოფლიოს მაღალი რანგის პოლიტიკოსები, ქვეყნების ლიდერები, მინისტრები, მერები, კერძო სექტორისა და რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლები.