სიხლეები   ცვლილებები საწვავის კონსოლიდირებული ტენდერით შესყიდვის წესში!!!
23.01.2013
  
 

„ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესსა და პირობებში“ 2013 წლის 16 იანვარს განხორციელდა ცვლილება, რომლის შედეგად:

საწვავის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში საწვავის არასაბარათე სისტემის მეშვეობით შესყიდვისას გასატანი 1 ლიტრი საწვავის ფასი უნდა იყოს შესაბამისი მარკის საწვავის გატანის მოთხოვნის დღეს გამარჯვებული მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში ერთი ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის არსებულ ფასზე მინიმუმ 0.1 ლარით (ათი თეთრი) ნაკლები.

ამას გარდა, ცვლილება შეეხო ანგარიშსწორების პირობებს, კერძოდ: წესმა გაითვალისწინა ანგარიშსწორების პირობების განსხვავება „საბარათე სისტემის“ მეშვეობით შესყიდვისათვის ან მის გარეშე -

  • „საბარათე სისტემის“ შემთხვევაში - ანგარიშსწორება მოხდება  ყოველთვიურად მიწოდებული შესაბამისი მარკის საწვავის მიხედვით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
  • „არასაბარათე სისტემის“ შემთხვევაში - ანგარიშსწორება მოხდება ერთჯერადად გასატანი შესაბამისი მარკის საწვავის მიხედვით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

აღნიშნული ცვლილება შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://procurement.gov.ge/