სიხლეები   დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
31.10.2014
  
 

1. გასაწევი მომსახურება და პირობები

დღეისათვის, ტუბერკულოზი წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) გაანგარიშებით, მსოფლიოში აქტიური ტუბერკულოზით ყოველწლიურად ავადდება 9 მილიონამდე ადამიანი, ხოლო იღუპება 2 მილიონზე მეტი. ტუბერკულოზს უჭირავს მეორე ადგილი ინფექციური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მიზეზებს შორის. ეს პრობლემა აქტუალურია საქართველოშიც, რომელიც ერთ-ერთია მსოფლიოს 27 ქვეყანას შორის სადაც რეზისტენტული ტუბერკულოზის ტვირთი მაღალია. 

მიუხედავად გაზრდილი ინვესტიციისა სახელმწიფოს მხრიდან, ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავაც დონორის რესურსებიდან ფინანსდებამაგალითადტუბერკულოზის საწინააღმდეგო მედიკამენტები, დიაგნოსტიკისათვის საჭირო აღჭურვილობა და რეაგენტებიმკურნალობაზე პაციენტების დამყოლობის გაუმჯობესებაკენ მიმართული ინტერვენციები.  

 

ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2014 წლის 1 აპრილიდან აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ ფონდთან (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria)  გაფორმებული GEO-T-NCDC ხელშეკრულების ფარგლებში ახორციელებს „ყველა ფორმის ტუბერკულოზის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის“ პროგრამას. მიმდინარე პროგრამა მთავრდება 2016 წლის 31 ივნისს.

 

პროგრამის მიზანია საქართველოში ტუბერკულოზის გავრცელების შეჩერება და ტუბერკულოზთან დაკავშირებული ტვირთის შემცირება, ტუბერკულოზის მქონე ყველა პაციენტის (მულტი/ექსტენსიურად-რეზისტენტულის ჩათვლით) ხარისხიანი დიაგნოსტიკითა და მკურნალობით უნივერსალური მოცვის უზრუნველყოფის გზით.

 

პროგრამა მიმართულია საქართველოს წინაშე არსებული, ისეთი ძირითადი პრობლემების დაძლევისაკენ, როგორიცაა წამლისადმი რეზისტენტობა და მკურნალობაზე პაციენტების დამყოლობის გაუმჯობესება, ტუბერკულოზის და, განსაკუთრებით რეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოსტირების სრულყოფა და ეროვნული პროგრამის მართვის, კოორდინაციის, მონიტორინგის და შეფასების გაძლიერება როგორც  სამოქალაქო, ასევე პენიტენციურ სისტემაში.  

 

პროგრამის მიზანი - ქვეყანაში ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილიანობის და ავადობის ტვირთის შემცირებამიიღწევა შემდეგი  შუალედური  შედეგების საფუძველზე:

 

•             ტუბერკულოზზე ეჭვის ყველა შემთხვევაში პაციენტები უზრუნველყოფილ იქნებიან საჭირო გამოკვლებითა და დიაგნოსტიკური საშუალებებით;

 

•             ტუბერკულოზით დაავადებული ყველა პაციენტი, მათ შორის ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმის მქონე პირები, უზრუნველყოფილნი იქნებიან ხარისხიანი მედიკამენტებით;

 

•             გაუმჯობესდება დასრულებული მკურნალობის მაჩვენებელი, ხანგრძლივვადიან მკურნალობაზე პაციენტთა დამყოლობის ფულადი წახალისების გზით;

 

•             გაძლიერდება ტუბერკულოზის კონტროლის ნაციონალური პროგრამის მართვის, კოორდინაციის, მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმები;

 

 

ტერმინთა განმარტებები

-        ტუბერკულოზი (ტბ) მოიცავს ტუბერკულოზის ყველა ფორმას, წამლისადმი რეზისტენტული ფორმების ჩათვლით.

-        მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი (MDR-ტბ) დაავადება გამოწვეული მიკობაქტერიით, რომელიც მდგრადია პირველი რიგის, სულ მცირე, ორი ყველაზე ეფექტური წამლის - იზონიაზიდისა და რიფამპიცინის მიმართ.

-        ექსტენსიურად რეზისტენტული (XDR) დაავადება გამოწვეული მიკობაქტერიით, რომელიც რეზისტენტულია იზონიაზიდის, რიფამპიცინის და ორი მნიშვნელოვანი მეორე რიგის წამლის - ნებისმიერი ფტორქინოლონისა და საინექციო საშუალებებიდან ერთერთის მიმართ.

-        ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამა (ტეპ) გულისხმობს ტუბერკულოზის ეროვნული პასუხის უზრუნველყოფისთვის პროცესში ჩართული ყველა მხარის-სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევას ტუბერკულოზთან დაკავშირებული ტვირთის შემცირებისთვის.

-        გლობალური ფონდი (TGF) აივ ინფექციის/შიდსის,

ტუბერკულოზისა   და  მალარიის  წინააღმდეგ  ბრძოლის  გლობალური  ფონდი, წარმოადგენს საერთაშორისო ფინანსურ დაწესებულებას რომლის მიზანია დაამარცხოს აივ/შიდსი, ტუბერკულოზი და მალარი 21 საუკუნის მიდგომების გამოყენებით, კერძოდ პარტნიორობა, გამჭვირვალობა, უწყვეტი სწავლება და შედეგებზე-დაფუძნებული დაფინანსება.   

 

 

„მომსახურების“ გაწევის პერიოდი:  ხელშეკრულების გაფორმებიდან  18 თვე,  2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით.   

 

. ტექნიკური დავალება

2.1 წინამდებარე ტექნიკური დავალება მიზნად ისახავს პოტენციური სუბრეციპიენტი ორგანიზაციის მოძიებას GEO-T-NCDC პროგრამის გარგლებში შემდეგი ამოცანების განხორციელების მიზნით:

ამოცანა N1 ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის მართვის, კოორდინაციის, მონიტორინგის და შეფასების გაძლიერება;

ამოცანა  N2 ტუბერკულოზის, მათ შორის რეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის გაუმჯობესება;

ამოცანა  N3 ტუბერკულოზის, მათ შორის რეზისტენტული ტუბერკულოზის ხარისხიანი მკურნალობა;

ამოცანა  N4 ტუბერკულოზის მკურნალობაზე პაციენტების დამყოლობის უზრუნველყოფა.

2.2  განხორციელების მეთოდოლოგია

 

2.1.1 ამოცანა 1:         ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის (ტეპ) მართვის, კოორდინაციის, მონიტორინგის და შეფასების გაძლიერება

პოტენციურმა მიმწოდებელმა (სუბრეციპიენტმა) უნდა განახორციელოს ქვეყნის მასშტაბით ცენტრალური, რეგიონალური, ჯანდაცვის პირველადი რგოლის დონეზე და პენიტენციურ სისტემაში სუპერვიზიისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა. სუპერვიზიის კომპონენტი უნდა მოიცავდეს ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის ფარგლებში როგორც უშუალოდ სამედიცინო საქმიანობის, ისე მონაცემთა მართვის და გლობალური ფონდის პროექტის განხორციელების მონიტორინგს. ამ მიზნით ჩამოყალიბებული უნდა იქნას  ტუბერკულოზის კლინიკური და ფარმაცევტული მონიტორინგის და ლაბორატორიული ხარისხის კონტროლის ჯგუფები, რომლებიც ერთობლივად განახორციელებენ სერვისების მიწოდების ხარისხის მონიტორინგს ნაციონალური გაიდლაინით გათვალისწინებულ სტანდარტებთან და პროგრამის შესრულების ჩარჩოსთან მიმართებაში, კერძოდ:

       სუპერვიზიის ფარგლებში უნდა შემოწმდეს პაციენტებისთვის გაწეული მომსახურებების სისწორე ნაციონალურ გაიდლაინებთან მიმართებაში პაციენტების სამედიცინო ჩანაწერების (ავადმყოფობის ისტორიების) მიხედვით;

       ლაბორატორიული ხარისხის კონტროლის ღონისძიებები, მათ შორის ხარისხის გარე კონტროლის სქემით გათვალისწინებული ტესტირებები, აგრეთვე ხარისხის შიდა კონტროლის ღონისძიებები მათ შორის სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (სოპ) შესრულების მონიტორინგი;

       დოკუმენტების წარმოების სისწორე, მათ შორის ავადმყოფობის ისტორიები და პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტები როგორიცაა, მედიკამენტის გაცემის ჟურნალები, ლაბორატორიული ჟურნალები, პაციენტის სარეგისტრაციო ჟურნალები, მკურნალობის ყოველდღიური მონიტორინგის ბარათები და სხვ.

       ტუბერკულოზის მკურნალობის მონაცემთა ელექტრონული ბაზის ფუნქციონირება, შეტანილი ინფორმაციის სიზუსტე და თანხვედრა წყარო დოკუმენტებთან, მათ შორის პაციენტთა ფინანსური წახალისების სქემის ფარგლებში;

       პროექტის ფარგლებში მოწოდებული სამედიცინო და სხვა პროდუქტების შენახვასთან, გაცემასთან და აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული აქტივობები;

ამოცანა ითვალისწინებს ტუბერკულოზის ეროვნული საინფორმაციო სისტემის  (ელექტრონული ბაზის) ფუნქციონირების უზრუნველყოფას და რეგიონალური სერვისის მიმწოდებლების ჩართულობას მონაცემთა მართვის პროცედურებში.    

2.1.2 ამოცანა N2 ტუბერკულოზის, მათ შორის რეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის გაუმჯობესება

პოტენციურმა სუბრეციპიენტმა უნდა განახორციელოს ტუბერკულოზზე საეჭვო შემთხვევების გამოვლენა, მართვა და შემდგომი დიაგნოსტიკა როგორც სამოქალაქო, ისე პენიტენციალურ სექტორში, სახელმწიფო პროგრამაში გაწერილი ალგორითმის მიხედვით.  

ამოცანის ფარგლებში უნდა განხორციელდეს ე.წ. “შესვლის სკრინინგი” სპეციალური კითხვარის საშუალებით, რომელიც ჩაუტარდება პენიტენციალურ სისტემაში ყოველ ახლად შემოსულ, ასევე ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადასულ პატიმარს.  

ასევე ამოცანა  გულისხმობს  ტუბერკულოზით დაავადებულ პირებში ნებაყოფლობითი ტესტირების უზრუნველყოფას აივ ინფექცია/შიდსზე ქვეყნის მასშტაბით.

პოტენციურმა სუბრეციპიენტმა უნდა დაგეგმოს და განახორციელოს ოპერაციული კვლევა ტუბ. საწინააღმდეგო მედიკამენტებით გამოწვეული გვერდით  მოვლენებზე კოჰორტული მონიტორინგის კუთხით (CEM Study).  

2.1.3  ამოცანა 4: ტუბერკულოზის მკურნალობაზე პაციენტების დამყოლობის უზრუნველყოფა

 

მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების დაახლოებით 90%–ს ამბულატორიული მკურნალობის დროს მედიკამენტების მისაღებად DOT წერტილებამდე  მისასვლელად, შესაბამისად პოტენციურმა სუბრეციპიენტმა უნდა განახორციელოს პაციენტების ტრანპორტირებისათვის საჭირო თანხების განკარგვა/ადმინისტრირება, ქვეყნის მასშტაბით.

ამოცანა ითვალისწინებს ტუბერკულოზის მართვის ღონისძიებებში ჩართული პირველადი ჯანდაცვის ე.წ. ‘შაბათის მედდების’ ფინანსურ წახალისებას, DOT-ის განხორციელების მხარდასაჭერად. ასევე სუბრეციპიენტმა უნდა განახორციელოს ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისათვის მიმდინარე ფინანსური წახალისების სქემის განხორციელების მონიტორინგი ქვეყნის მასშტაბით.

ამოცანა ასევე გულისხმობს ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთათვის ფულადი წახალისების სქემის ოპერირებაში მონაწილეობას, კერძოდ მკურნალობისადმი შესაბამისობის მონიტორინგისა და სხვა საჭირო ინფორმაციის, მონაცემებისა და ფორმების შეგროვებას, დოკუმენტირება/ინტეგრირებასა და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის მოწოდებას. პოტენციური სუბრეციპიენტი პასუხისმგებელია აღნიშნული მონაცემების ანალიზის და დაზუსტების პროცესში მონაწილეობაზედაც, რაც წინ უძღვის პაციენტების ანგარიშზებზე ფულადი წახალისების თანხების დარიცხვას.

 

 

4. პროგრამის ფარგლებში მისაღწევი შედეგები (ინდიკატორები) 2015-2016 წლებისთვის

 

 # GEO-T-NCDC საპროექტო წინადადების დოკუმენტში

ინდიკატორი

სამიზნე

2015-2016 წლებისთვის

2.1

იმ ტბ პაციენტების % რომელთა აივ ტესტირების შედეგიც დაფიქსირდა ტბ რეგისტრში              

75%

2.2

ტბ ბაქტერიოლოგიურად დამტკიცებული რეგისტრირებული შეტყობინებების რიცხვი (ახალი/რელაფსი)         

1420

2.3

იმ ლაბორატორიების % რომლებიც აჩვენებენ ადეკვატურ მოსწრებას ნაცხის მიკროსკოპიის შესრულების კუთხით გარე ხარისხის კონტროლის შედეგებზე დაყრდნობით, ყველა ლაბორატორიას შორის რომლებიც ასრულებენ ნაცხის მიკროსკოპიას ანგარიშგების პერიოდში  

100%

3.1

ყველა ფორმის ტბ შეტყობინებათა რიცხვი (ბაქტერიოლოგიურად დადასტურებული + კლინიკურად დიაგნოსცირებული, ახალი და რელაფსი)                        

2028

3.2

ტბ ბაქტერიოლოგიურად დამტკიცებული ყველა შემთხვევა რომელიც წარმატებით იქნა ნამკურნალები (ჯანოს დეფინიციით განკურნებული + დასრულებული მკურნალობა) 

1207

3.3

ტბ პაციენტთა რიცხვი რომელიც ჩაერთო პირველი რიგის სტანდარტულ მკურნალობაში  კალენდარული წლის განმავლობაში  

2205

3.4

ლაბორატორიულად  დამტკიცებული  X/MDR-TB პაციენტები რომლებიც კალენდარული წლის განმავლობაში ჩაერთვნენ მეორე რიგის მკურნალობაში

258

3.5

ადრე ნამკურნალები პაციენტების % რომლებთაც ჩაუტარდათ წამალზე მგრძნობელობის ტესტი DST

100%

3.6

რეზისტენტული შემთხვევების (RR-TB და/ან MDR-TB) % რომელთაც შეწყვიტეს მკურნალობა დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში

10%

5. ბიუჯეტის განაწილების ფორმა:

 

ა მ ო ც ა ნ ე ბ ი

სრული ღირებულება ლარში

მათ შორის ხელფასებზე გათვლილი ხარჯი

1

ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის მართვის, კოორდინაციის, მონიტორინგის და შეფასების გაძლიერება;

 

 

2

ტუბერკულოზის, მათ შორის რეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის გაუმჯობესება;

 

 

3

ტუბერკულოზის მკურნალობაზე პაციენტების დამყოლობის უზრუნველყოფა.

 

 

 

ს უ ლ

 

 

 

შენიშვნა: მომსახურების გასაწევად საჭირო მასალების (ტესტ-სისტემების, სახარჯ მასალების, საწვავის მედიკამენტების, საინფორმაციო მასალების ბეჭდვას და სხვ.) უზრუნველყოფს შემსყიდველი ორგანიზაცია

6.  პრეტენდენტის მიმართ განსაზღვრული მოთხოვნები

 

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს:

6.1. მსგავსი (ანალოგიური) პროექტების განხორციელების სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება როგორც   ცენტრალურ ისე  რეგიონულ დონეზე;

6.2 ტუბერკულოზის მკურნალობის სახელმწიფო და/ან საერთაშორისო ორგანიზაციებს მიერ დაფინანსებული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების  სინქრონული მიწოდების გამოცდილება;

6.3   შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევის სამედიცინო ლიცენზია/ნებართვა (მათ შორის კლინიკური/ლაბორატორია);

6.4   პროექტის ფაგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილე პერსონალს უნდა გააჩნდეს შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია/ნებართვა;

6.5   პროექტში დასაქმებულ ძირითად პერსონალს უნდა ჰქონდეს ტუბერკულოზის პროგრამული მართვის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება (STOP TB პარტნიორული სტრატეგიის ყველა პუნქტის მიხედვით);  

6.6   ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ პროფესიულ ასოციაციასთან ერთად ქვეყნის მასშტაბით მტკიცებულებებზე დაფუძნებული თანამედროვე მიდგომების (გაიდლაინები და პროტოკოლები) დანერგვის გამოცდილება;

6.7   პროექტის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტების, ლაბორატორიული რეაგენტების, სახარჯი მასალის და აღჭურვილობის დონორის მიერ გათვალისინებული პირობების შესაბამისად დასაწყობების, საწყობის მართვის და ლოგისტიკის გამოცდილება:  http://www.theglobalfund.org/en/procurement/ Global Fund Procurement and Supply Management Manual, 2012

6.8   2012 წლიდან მოყოლებული ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არანაკლებ 800,000 ლარის ჯამური ღირებულების მსგავსი (ანალოგიური) პროექტების/კონტრაქტების მართვის გამოცდილება;

 

აღნიშნული მოთხოვნები ვრცელდება ქვეკონტრაქტორებზედაც, (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მათ მიერ შესასრულებლი სამუშაოს/ფუნქციების გათვალისწინებით. 

 

თითოეულ ზემოაღნიშულ კრიტერიუმენთან დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (მაგ. ხელშეკრულება, დამკვეთის მიერ მიღებული ანგარიში, განხორციელებული პროექტის შეფასების დოკუმენტი, ლიცენზია, სერტიფიკატი,  მიღება-ჩაბარების აქტი და ა.შ.)

 

 

 

დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მოწოდების პირობების და სავარაუდო ღირებულების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ წერილობითი ფორმით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ასათიანის ქ. N9. სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით cancelary@ncdc.ge.

წინამდებარე განცხადების გამოქვეყნებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მისაღებას მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდენენ ტელეფონი: (995 32) 2398946 –  შიდა (187)