სიხლეები   დიზელის (PPM 50 და მეტი) 2013 წლის კონსოლიდირებულ ტენდერის (CON130000008) შედეგები
23.01.2013
  
 

2013 წლის 8 იანვარს გამოცხადებულ დიზელის (PPM 50 და მეტი) 2013 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში (CON130000008) გაიმარჯვა შპს ,,რომპეტროლ საქართველო“–მ, რომელმაც ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დააფიქსირა ყველაზე დაბალი ფასი დიზელის 1 ლიტრზე – 1,88 ლარი (ერთი ლარი ოთხმოცდარვა თეთრი).

ამასთან აღსანიშნავია, რომ შპს ,,რომპეტროლ საქართველო“–მ თავისი სატენდერო წინადადებით იკისრა ვალდებულება შემსყიდველ ორგანიზაციებს მიაწოდოს უფრო მაღალი ხარიხსის დიზელი (PPM 10,  EURO 4-ის სტანდარტის შესაბამისი), ვიდრე ეს სატენდერო დოკუმენტაციით იყო მოთხოვნილი.

იმ შემთხვევაში, თუ დიზელი შემსყიდველი ორგანიზაციისათვის საჭიროა სითხის სახით, გამარჯვებულმა მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს მისი მიწოდება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მითითებულ მისამართზე, თუ ერთჯერადად მისაწოდებელი დიზელის მოცულობა აღემატება 2 000 ლიტრს.

შემსყიდველ ორგანიზაციებს შეუძლიათ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დადონ ასევე დიზელის (PPM 50 და მეტი) 2013 წლის კონსოლიდირებული ტენდერის (CON130000008) მონაწილე მეორე მიმწოდებელთან –  სს ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“–სთან იმ შემთხვევაში, თუ შპს ,,რომპეტროლ საქართველო“– საგან დიზელის შესყიდვა იწვევს სახელმწიფო სახსრების არარაციონალურ ხარჯვას გამარჯვებული მიმწოდებლის ავტოგასამართი სადგურისაგან შემსყიდველი ორგანიზაციის მნიშვნელოვანი დაშორების გამო.

შეგახსენებთ, რომ (PPM 50 და მეტი) 2013 წლის კონსოლიდირებულ ტენდერის (CON130000008) შედეგები მოქმედებს 2013 წლის 15 აპრილის ჩათვლით.