სიხლეები   „ჯინ ექსპერტი“-ს შესყიდვა
26.09.2014
  
 

 

მოკლე აღწერა

ავტომატიზირებული კარტრიჯული სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ნუკლეინის მჟავის ამპლიფიკაციის (NAAT) პლატფორმაზე. სისტემა უნდა მოქმედებებს პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით და შესაბამისი კარტრიჯების გამოყენებით (Xpert MTB/RIF) კლინიკური ნიმუშიდან უნდა მოახდინოს ტუბერკულოზის მიკობაქტერიის გენომის სეკვენირება. მისი მეშვეობით ასევე უნდა განისაზღვროს რიფამპიცინის მიმართ ბაქტერიის მგრძნობელობა. ტესტის რეაქციის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათი. ტესტის სენსიტიურობა ნაცხ-უარყოფით შემთხვევებში უნდა იყოს 57-76%, ხოლო ნაცხ-დადებით შემთხვევაში 98-100%. ტესტის სპეციფიურობა 99-100%

პროდუქტის მახასიათებლები

4 მოდულიანი მოწყობილობა დესკტოპ კომპიუტერით (GX-IV) / სრული კომპლექტი (კალიბრატორი, სისტემასთან თავსებადი უწყვეტი კვების წყარო, შტრიხკოდის წამკითხველი)

შესასყიდი რაოდენობა

9 (ცხრა) კომპლექტი

საჭირო სიმძლავრე

1.9 A @ 100 V~, 0.95 A @ 200 V~

აპარატი გამოყენება „მოკლე აღწერილობაში" მითითებული მიზნით რეკომენდებული უნდა იყოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ

GeneXpert® IV

Fully integrated and automated on-demand molecular diagnostic system.

 

დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მოწოდების პირობების და სავარაუდო ღირებულების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ასათიანის ქ. N9. სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. ელ ფოსტა: d.mgebrishvili@ncdc.gesh.bagashvili@ncdc.ge. ტელ: 577 100 999;