სიხლეები   2016 წლის ტრენინგების I ნაკადის მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ
05.02.2016
  
 
2016 წლის 5 თებერვალს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ თოფურიძემ და სასწავლო ცენტრის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის ტრენინგების I ნაკადის  51 მსმენელს  „სახელმწიფო შესყიდვების კურსის“ გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.
აღნიშნული კურსი განკუთვნილი იყო საქართველოს მუნიციპალიტეტების ორგანოების, მათ მიერ დაფუძნებული და მათ მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (ააიპ-ების, შპს-ების და სხვ.) შესყიდვების კუთხით დასაქმებული სპეციალისტებისათვის.
ტრენინგები დაფინანსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ.

img.jpg