სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
25.10.2021
  
 

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს №446 დადგენილების საფუძველზე, 2022 წლის 1 იანვრიდან - 2022 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში უკონტაქტო ელექტრო თერმომეტრების შესყიდვის მიზნით ხორციელდება მოსამზადებელი ღონისძიებები.

 

კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვისდა შესაბამისი სტატისტიკის წარმოების მიზნით, გთხოვთ, არაუგვიანეს 2021 წლის 29 ოქტომბრისა, აღნიშნულ მეილზე Med2022@spa.gov.ge მოგვაწოდოთ შევსებული ცხრილი (იხ. ბმული) უკონტაქტო ელექტრო თერმომეტრის (CPV33190000 - სხვადასხვა სამედიცინო აპარატურა და პროდუქტები) შესახებ, რომლის შესყიდვასაც გეგმავთ 2022 წლის სახსრებით.

 

მოგახსენებთ, რომ დაუშვებელია ცხრილში მოცემული მონაცემების ნებისმიერი სახით დაკორექტირება ან/და ინფორმაციის წაშლა! თქვენთვის სასურველი ინფორმაციის ჩაწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ ველებში, რომლებიც შეფერილია წითლად, ხოლო მონაცემის შეყვანისთანავე, შეიფერება მწვანედ. სურვილის შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ „დამატებითი ინფორმაციის“ სვეტი.

 

გთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე და მითითებულ ვადაში სათანადოდ შეავსოთ Excel-ის ფორმატით მოცემული ცხრილი.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

+995 32 2 242 248   შიდა: 39

598 380 780 ნინი გამრეკელი

598 265 254 სალომე ძოძუაშვილი

597 970 810 გვანცა ქურხული

 

 

მიბმული ფაილები