სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
26.01.2024
  
 

 

 

გაცნობებთ, რომ „ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის #593 დადგენილებითა და „ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 15 იანვრის #2/ნ ბრძანებით განისაზღვრა ფარმაცევტული პროდუქტების ჩამონათვალი, რომელთა გაცემისას/რეალიზაციისას დადგენილია საქონლის დასაშვები მაქსიმალური ფასის ზედა ზღვარი. ხოლო, აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის დადგენილ მაქსიმალურ ფასზე ძვირად გაცემა/რეალიზაცია გამოიწვევს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

 

ამრიგად, ფარმაცევტული პროდუქტების ფასების რეგულირებიდან გამომდინარე, 2024-2025 წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, „ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის #593 დადგენილებითა და „ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 15 იანვრის #2/ნ ბრძანებით განსაზღვრული ფარმაცევტული პროდუქტების შესყიდვა, შემსყიდველი ორგანიზაციების საჭიროებების შესაბამისად, განხორციელდეს კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებს გარეთ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გიგზავნით  (იხ. დანართი ცხრილის სახით) იმ ფარმაცევტული პროდუქტების ჩამონათვალს, რომელზეც აღარ იგეგმება კონსოლიდირებული ტენდერით შესყიდვის პროცედურების განხორციელება.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ ზემოაღნიშნული გარემოება და თქვენი ორგანიზაციის მიერ, აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტების შესყიდვის საჭიროების შემთხვევაში, დროულად უზრუნველყოთ შესყიდვის შესაბამისი პროცედურების განხორციელება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.