სიხლეები   სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია EU4Environment-მა გამოაქვეყნა
25.11.2021
  
 

 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Environment პროგრამის ფარგლებში, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მხარდაჭერით, საერთაშორისო და ეროვნული ექსპერტების მიერ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა განათლების ცენტრის ჩართულობით, 2020 წლის აგვისტოს თვიდან საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციის მიზნით არაერთი აქტივობა ხორციელდება. აღნიშნული აქტივობები მიზნად ისახავს საქართველოს მხარდაჭერას მდგრადი საჯარო შესყიდვების იმპლემენტაციაში, მათ შორის, მდგრადი საჯარო შესყიდვების სამართლებრივი ნორმების ჩამოყალიბებას, ბიზნეს სექტორისა და საჯარო უწყებათა შესაძლებლობების გაძლიერებას მდგრადი საჯარო შესყიდვების სისტემის ეფექტური დანერგვისა და ფუნქციონირებისათვის. სააგენტოს ვებ პორტალზე (http://procurement.gov.ge/ka/page/mdg-saj-shes) თავმოყრილია პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალები, აგრეთვე, მდგრადი საჯარო შესყიდვების მიმართულებით შემუშავებული საერთაშორისო გამოცემები, სახელმძღვანელოები და მდგრადი საჯარო შესყიდვების კონცეფციის შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლი. აღნიშნული რესურსები აამაღლებს როგორც შემსყიდველი ორგანიზაციების, ასევე ბიზნეს ოპერატორების ცნობიერებას, მდგრადი საჯარო შესყიდვების არსისა და მისი სარგებლის შესახებ და მისცემს მათ მდგრადი შესყიდვების პრაქტიკაში განსახორციელებლად დამატებით მოტივაციას.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.eu4environment.org