სიხლეები   ღრმავდება სააგენტოს მხარდაჭერა აშშ სამთავრობო უწყებებიდან
16.12.2021
  
 

 

 

13-14 დეკემბერს ტექნოპარკში გაიმართა საერთაშორისო სემინარი „ფარული სატენდერო გარიგებების გამოვლენისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“. 

 

ქართული მხრიდან ამ საერთაშორისო ღონისძიებას გარდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა, ესწრებოდნენ ასევე პასუხისმგებელი პირები საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოდან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან და დავების განხილვის საბჭოდან. 

 

ამ ერთობლივი სემინარის ჩატარებამ, ისევე როგორც მოსამზადებელ პერიოდში ნაყოფიერმა კოოპერაციამ, კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა ჩვენი ქვეყნის ოთხი სახელმწიფო დაწესებულების პროდუქტიული თანამშრომლობა საჯარო შესყიდვებისა და კონკურენციის განვითარებისა და გაღრმავების სფეროების კომპლექსური გაუმჯობესების კუთხით.  

 

დადასტურდა ასევე ამ სფეროების სრულყოფის და კორუფციული რისკების შემცირების მხარდაჭერა ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისაგან - აშშ ვაჭრობის დეპარტამენტისაგან, აშშ იუსტიციის დეპარტამენტისაგან, აშშ საელჩოსა და აშშ აკადემიური და კვლევითი ცენტრების მხრიდანაც.