სიხლეები   შეხვედრა აშშ ვაჭრობის დეპარტამენტის CLDP პროგრამის თანამშრომლებთან
16.12.2021
  
 

 

 

15 დეკემბერს, სააგენტოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის კახა დემეტრაშვილის და სააგენტოს სხვა პასუხისმგებელ პირთა ერთგულ პარტნიორებთან აშშ-დან. 

 

სააგენტოს ესტუმრენ აშშ ვაჭრობის დეპარტამენტის CLDP პროგრამის, საქართველოზე პასუხისმგებელი თანამშრომლები, რომლებმაც გასახეს მომავალი წლის თანამშრომლობის გეგმები, სააგენტოს მხარდამჭერი ღონისძიებები საერთაშორისო პროგრამების განხორციელების კუთხით, სააგენტოს პერსონალისა და შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლების ტრენინგების საჭიროებები, კოლაბორაციის გაღრმავება „მწვანე“ და ენერგო-ეფექტური შესყიდვების პრაქტიკაში ფართოდ დანერგვის მიზნით. განხილულ იქნა ასევე სააგენტოს საკონსულტაციო მხარდაჭერის შესაძლებლობა როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის კუთხით, ასევე აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოსალოდნელი მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში.