სიხლეები   შეხვედრა ორგანიზაციული განვითარების კუთხით თანამშრომლობის თაობაზე
21.12.2021
  
 

 

 

21 დეკემბერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში USAID HICD პროგრამის ინსტიტუციური განვითარების ცენტრმა განიხილა ორგანიზაციული განვითარების კუთხით თანამშრომლობის შესაძლებლობა. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ჯგუფური ქოუჩინგის სესიებში ჩართულობის შესაძლებლობაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრის, იუსტიციის სასწავლო ცენტრის, ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ხელმძღვანელი პირები.