სიხლეები   შეხვედრა საჯარო შესყიდვების შესახებ ახალ კანონპროექტზე
21.10.2022
  
 

 

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, აგრძელებს საჯარო შესყიდვების რეფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას. 20 ოქტომბერს კანონპროექტს გაეცნენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები. 

საჯარო შესყიდვების შესახებ ახალი კანონპროექტი ხელს შეუწყობს კეთილსინდისიერი ბიზნესის რეაბილიტაციას და შემსყიდველი ორგანიზაციების მიმართ ნდობის ზრდას საქართველოში. კანონპროექტით გათვალისიწნებული ცვლილებები საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ემსახურება ქართული ბიზნესების ევროპულ ბაზრებთან წვდომის გამყარებასა და გაფართოებას.