8 ნოემბერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან რაზმაძემ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შემუშავებული „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ ბიზნეს სექტორისთვის ინფორმაციის მიწოდებას.
შეხვედრებზე სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა გააკეთეს პრეზენტაციები საჯარო შესყიდვების შესახებ ახალი კანონპროექტის დანერგვაზე.
შეხვედრა, რომელსაც 50-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.