სიხლეები   შპს „უნივერსალური ბიზნეს სერვისები“ (ს/ნ: 404509297)
18.11.2022
  
 

 

 

შპს „უნივერსალური ბიზნეს სერვისები“

ს/ნ: 404509297

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2022 წლის 5 ოქტომბერს წარმოდგენილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის 2022 წლის 4 ოქტომბრის № MIA42202774537 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №7555), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „უნივერსალური ბიზნეს სერვისების“ (ს/ნ: 404509297) მიერ NAT210023615 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2022 წლის 5 იანვრის № 1 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@procurement.gov.ge.