სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „ბაკშტეინ ჯორჯია“
27.01.2023
  
 

 

 

შპს „ბაკშტეინ ჯორჯია“

ს/ნ: 405277873

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2022 წლის 28 დეკემბერს წარმოდგენილ იქნა ააიპ „თბილისის ზოოლოგიური პარკის“ 2022 წლის 28 დეკემბრის № 81-01223621986 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 10557), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ბაკშტეინ ჯორჯიას“ (ს/ნ: 405277873) მიერ NAT210010308 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2021 წლის 9 სექტემბრის №011210/30/071 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.