სიხლეები   რეკომენდაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ფასების ცხრილის/ხარჯთაღრიცხვის Excel-ის ფორმატის სახით განთავსებასთან დაკავშირებით
03.02.2023
  
 

 

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაცია

 

სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ფასების ცხრილის/ხარჯთაღრიცხვის Excel-ის ფორმატის სახით განთავსებასთან დაკავშირებით

 

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელებისას, სატენდერო კომისია შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით, ერთიან ელექტრონულ სისტემაში განათავსებს ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციას.

 

ერთიან ელექტრონულ სისტემაში არაერთი ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობისას PDF ფორმატის დოკუმენტის სახით ატვირთული/განთავსებული ფასების ცხრილის/ხარჯთაღრიცხვის სტატისტიკური ანალიზი ცხადყოფს, რომ შერჩევა/შეფასების დროს, საკმაოდ ხშირია ტექნიკური ხასიათის შეცდომები და უზუსტობები. ამასთან, მიმწოდებლებს გაცილებით უმარტივდებათ ფასების ცხრილის/ხარჯთაღრიცხვის შევსება და წარდგენა Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით. ამავდროულად, ფასების ცხრილის/ხარჯთაღრიცხვის Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით ატვირთვის/წარდგენის შედეგად, შერჩევა/შეფასებისას, მინიმუმამდეა დაყვანილი ტექნიკური ხასიათის შეცდომები და უზუსტობები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველ ორგანიზაციებს, ელექტრონული ტენდერის SPA და NAT მეთოდით განხორციელებისას, სატენდერო დოკუმენტაციის ერთ-ერთი შემადგენელი დოკუმენტის - ფასების ცხრილის/ხარჯთაღრიცხვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში (სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3 პუნქტი) განთავსება შეეძლებათ მხოლოდ Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით, შემდგომში შერჩევა/შეფასების დროს ტექნიკური ხასიათის შეცდომებისა და უზუსტობების თავიდან აცილების მიზნით. ამასთან, მიმწოდებლებს ეძლევათ რეკომენდაცია ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთონ Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით. გარდა ამისა, შემსყიდველ ორგანიზაციებს ეძლევათ რეკომენდაცია, ელექტრონული ტენდერის საშუალებით შესყიდვის განხორციელებისას, სატენდერო პირობებში გაითვალისწინონ მიმწოდებლის მიერ ფასების ცხრილის/ხარჯთაღრიცხვის მხოლოდ Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით წარდგენის მოთხოვნა.

 

ამავდროულად, სააგენტო აღნიშნავს, რომ „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების თანახმად, პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).

 

ამასთან, შემსყიდველ ორგანიზაციებს ეძლევათ რეკომენდაცია ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით ატვირთონ დოკუმენტის მარცხენა მხარეს არსებული ველების (შესასრულებელი სამუშაოს/გასაწევი მომსახურების/მისაწოდებელი საქონლის ჩამონათვალი, რაოდენობა/მოცულობა) შემდგომი რედაქტირების უფლების შეზღუდვით.

 

შემსყიდველ ორგანიზაციებს, ასევე ეძლევათ რეკომენდაცია ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში განათავსონ Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით ელექტრონული ტენდერის ჩატარების სხვა მეთოდით განხორციელებისას.