სიხლეები   შემსყიდველ ორგანიზაციათა საყურადღებოდ!
13.10.2021
  
 

გაცნობებთ, რომ უმაღლესი და პირველი ხარისხის საბეჭდი ქაღალდის შესყიდვის მიზნით გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერების მოქმედების ვადა იწურება არაუგვიანეს 2021 წლის 15 ოქტომბრისა, ხოლო საქონლის მიწოდების ვადა იწურება არაუგვიანეს 29 ოქტომბრისა.

 

ამასთან, მსოფლიო ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით მოსალონელია შესყიდვის ობიექტებზე ფასების ზრდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, დროულად მიმართოთ გამარჯვებულ მიმწოდებელს - შპს პენსან ჯორჯიას, ხელშეკრულების გაფორმების მიზნით ან/და მოახდინოთ არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში საქონლის მაქსიმალური ათვისება და დამარაგება.

 

გთხოვთ ყველა საჭირო პროცედურა დაასრულოთ არაუგვიანეს 2021 წლის 20 ოქტომბრისა.