
მიმდინარე წლის 19-20 აპრილს გაიმართა სემინარი თემაზე „მდგრადი საჯარო შესყიდვების პრინციპების დანერგვა საქართველოში, გამოწვევები, საერთაშორისო გამოცდილება“. სემინარი გაიმართა აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის პროგრამის მხარდაჭერით. სემინარზე მოწვეულნი იყვნენ ექსპერტები აშშ-ს ზოგადი სერვისების ადმინისტრაციიდან (GSA) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამიდან (UNEP). სემინარზე მოწვეულმა ექსპერტებმა წარმოადგინეს მოწინავე გამოცდილება მდგრადი შესყიდვების სფეროში და რეკომენდაციები მისი წარმატებულად დანერგვის თაობაზე.