სიხლეები   შპს „ჩინა ელექტრიკ მოტორს“
24.05.2023
  
 

 

 

შპს „ჩინა ელექტრიკ მოტორს“

ს/ნ: 406368817

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2023 წლის 26 აპრილს წარმოდგენილ იქნა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 2023 წლის 26 აპრილის № 62-01231162131 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 3550), რომლითაც სააგენტოს ეცნობა NAT230003713 ელექტრონული ტენდერიდან პრეტენდენტის – შპს „ჩინა ელექტრიკ მოტორსის“ (ს/ნ: 406368817) დისკვალიფიკაციის შესახებ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.