სიხლეები   ევროკავშირის კომუნალური სექტორის დირექტივის ვალდებულებების დანერგვის მიზნით შეხვედრა გაიმართა
10.07.2023
  
 

 

 

მიმდინარე წლის 28-29 ივნისს გაიმართა სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის კომუნალური სექტორის დირექტივის ვალდებულებების დანერგვის მიზნით. შეხვედრა გაიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და SIGMA-ს (OECD და ევროკავშირის ერთობლივი ინიციატივა)

 

მხარდაჭერით. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კონკურენციის სააგენტოს, დავების განხილვის საბჭოს, მარეგულირებელი კომისიების და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტებმა აუდიტორია გააცნეს ევროკავშირის კომუნალური დირექტივის ძირითადი დებულებები და ამ კუთხით ევროკავშირის ქვეყნების მოწინავე გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებულია ევროკავშირის კომუნალური დირექტივასთან ეტაპობრივი დაახლოება, რაც უზრუნველყოფს საქართველოში კომუნალური სექტორის კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალეობას და ამ სფეროში კონკურენციის ზრდას.