სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „NEW STYLE BUILDING“
12.07.2023
  
 

 

 

საჯარო შეტყობინება – შპს „NEW STYLE BUILDING“ 

 

შპს „NEW STYLE BUILDING“

ს/ნ: 445416871

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2023 წლის 14 ივნისს წარმოდგენილ იქნა აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 13 ივნისის № 10-102316421 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №4982), რომლითაც სააგენტოს ეცნობა ამხანაგობა „საპროექტო-საექსპერტო ჯგუფის“ (ს/ ნ: 245800502) მიერ SPA220000133 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2022 წლის 15 თებერვლის № 2 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.