სიხლეები   გაიმართა კონფერენცია “საჯარო შესყიდვების ტრანსფორმაცია საქართველოში“
10.10.2023
  
 

 

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციური დღის წესრიგი: საჯარო შესყიდვების ტრანსფორმაცია საქართველოში“ გაიმართა. 

 

მაღალი რანგის საერთაშორისო ექსპერტებმა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საფინანსო ინსტიტუტების, ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა საერთაშორისო პრაქტიკაზე ისაუბრეს და საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების ტრანსფორმაციაზე იმსჯელეს.

 

კონფერენციაზე განხილულ საკითხებს შორის, ასევე, იყო ინოვაციები, კონკურენტუნარიანობა, მდგრადობა და სახელმწიფო შესყიდვების რეგულირება. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებზე, ახლად მიღებულ საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის სტრატეგიაზე, მწვანე სახელმწიფო შესყიდვების პრაქტიკასა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წინაშე, ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით არსებულ გამოწვევებზე. 

 

ევროკავშირის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) წარმომადგენლებმა დამსწრეებს საუკეთესო პრაქტიკები გაუზიარეს. 

 

2023 წლის 9 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა საჯარო შესყიდვების შესახებ ახალი, ინოვაციური კანონი მიიღო, რითიც საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების რეფორმების დღის წესრიგში ახალი ეტაპი დაიწყო.