სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 18-19 ოქტომბერს ქ. თბილისში გაიმართა აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების, ელექტრონული საჯარო შესყიდვების ქსელის მე-9 საერთაშორისო კონფერენცია.
კონფერენციის მიზანი იყო ელექტრონული საჯარო შესყიდვების სისტემის განვითარება და ამ კუთხით მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აზია წყნარი ოკეანის ქვეყნების 120-მდე წარმომადგენელმა. ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს საჯარო შესყიდვებში ახალი ნოვაციების განვითარების თაობაზე, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების როლზე, ელექტრონული შესყიდვების სისტემის განვითარებაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები, ასევე აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის და მრავალი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წამყვანი ექსპერტები.