სიხლეები   რეკომენდაცია 2014 წლის იანვრის თვეში საწვავის არასაბარათე სისტემით შესყიდვაზე
27.12.2013
  
 

2014 წლის იანვრის თვეში შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის აუცილებელი ყველა სახის საწვავის შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს არასაბარათე სისტემითა და აგაი სისტემის გარეშე (მაგ. ტალონი, უნომრო ბარათი და სხვ.) იმ შემთხვევაში, თუ საბარათე და აგაი სისტემის დანერგვა 2014 წლის 30 იანვრამდე სრულად ვერ მოხერხდება ობიექტური მიზეზების გამო. აქვე გასათვალისწინებელია, რომ საბარათე სისტემის დანერგვა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, მაგრამ არაუგვიანეს 2014 წლის 31 იანვრისა, ხოლო აგაი სისტემის დანერგვა ასევე ეტაპობრივად, მაგრამ არაუგვიანეს 2014 წლის 1 ივლისისა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეთხოვოთ საწვავის მიმწოდებლებს,  დაუბრკოლებლად განახორციელონ იანვრის თვეში საჭირო საწვავის გაცემა შემსყიდველ ორგანიზაციებზე არასაბარათე სისტემით და აგაი სისტემის გარეშე, თუ საბარათე და აგაი სისტემის დანერგვა 2014 წლის 30 იანვრამდე სრულად ვერ მოხერხდება ობიექტური მიზეზების გამო. 2014 წლის იანვრის თვეში შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის საჭირო საწვავის შესყიდვისთვის არ არის საჭირო სატენდერო კომისიის თანხმობა.