სიხლეები   რეკომენდაცია 2014 წლის საწვავის შესყიდვასთან დაკავშირებით
26.12.2013
  
 

1. სახელმწიფო სახსრების რაციონალურად ხარჯვის მიზნით, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა მაქსიმალურად ოპერატიულად, არაუგვიანეს 2013 წლის 31 დეკემბრისა უზრუნველყონ CON140000001, CON140000002 და CON140000003 კონსოლიდირებულ ტენდერებში გამარჯვებულ მიმწოდებლებთან (რომპეტროლ საქართველო - არანაკლებ EURO 4-ის სტანდარტის შესაბამისი დიზელი (PPM 50-ზე ნაკლები) - ერთი ლიტრის ფასი - 1.84 ლარი, შპს "ლუკოილ ჯორჯია" - არანაკლებ EURO 4-ის სტანდარტის შესაბამისი ბენზინი პრემიუმი (ოქტანობა არანაკლებ 95)  ერთი ლიტრის ფასი - 1.77 ლარი, ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია - არანაკლებ EURO 4-ის სტანდარტის შესაბამისი ბენზინი სუპერი (ოქტანობა არანაკლებ 98) ერთი ლიტრის ფასი - 1.90 ლარი) 2014 წლისთვის საჭირო საწვავის შესაბამისი სახეობების შესყიდვაზე ხელშეკრულებების გაფორმება. შემსყიდველი ორგანიზაციები, რომლებსაც 2014 წლის 1 იანვრისთვის არ ექნებათ გაფორმებული ხელშეკრულება მათთვის 2014 წლისთვის საჭირო საწვავზე შესაბამის მიმწოდებელთან, 2014 წლის 1 იანვრიდან ვერ შეძლებენ საწვავის მიღებას შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე.  

 

2. ეთხოვოთ CON140000001, CON140000002 და CON140000003 კონსოლიდირებულ ტენდერებში გამარჯვებულ მიმწოდებლებს, მათ მიერ აღნიშნული კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში აღებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების მიზნით, მაქსიმალურად ხელი შეუწყონ შემსყიდველ ორგანიზაციებს 2014 წლისთვის საჭირო საწვავის ხელშეკრულებების გაფორმების პრეცესში. ამასთან, 2013 წლისთვის საჭირო ყველა სახის საწვავის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერებში გამარჯვებულმა მიმწოდებლებმა მათ მიერ 2013 წლის კონსოლიდირებული ტენდერების  ფარგლებში აღებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების მიზნით, უნდა გაითვალისწინონ, რომ მათთან 2013 წლისთვის საჭირო საწვავის შესყიდვაზე დადებული ხელშეკრულებების მიხედვით, საწვავის მიწოდების ვადა იწურება 2013 წლის 31 დეკემბერს, შესაბამისად, ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა არ მოხდეს 2014 წელს შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის საწვავის იმ სახეობების მიწოდება, რომლებზეც არ იქნება დადებული ხელშეკრულებები CON140000001, CON140000002 და CON140000003 კონსოლიდირებული ტენდერების შედეგების გათვალისწინებით. 

 

3. სახელმწიფო სახსრების რაციონალურად ხარჯვის მიზნით, იმ შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც 2014 წლისთვის ესაჭიროებათ:

 

ა) არანაკლებ EURO 4 სტანდარტის შესაბამისი დიზელი (PPM 50-ზე ნაკლები) (შემდგომში - EURO 4 დიზელი), გატანა - სითხის სახით - აღნიშნულ საწვავის სახეობასთან დაკავშირებით სატენდერო კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე (მაგ. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენა) 2014 წლის იანვრის თვეში საჭირო EURO 4 დიზელის მოცულობის შესყიდვა უნდა განხორციელდეს იმ მიმწოდებლისგან, რომელიც შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სისტემაში არსებული ელექტრონული პროცედურის გამოცხადების ან ბაზრის კვლევის შედეგად  დააფიქსირებს იმაზე დაბალ ფასს ვიდრე  CON140000001 კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებელი (რომპეტროლ საქართველო) არაუმეტეს 1.84 ლარად ერთი ლიტრი EURO 4 დიზელის სანაცვლოდ დამატებული შემსყიდველი ორგანიზაციის ტრანსპორტირების ხარჯები. ელექტრონული პროცედურის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში ან ბაზრის კვლევის შედეგად უფრო ძვირი ფასის დადგენის შემთხვევაში ვიდრე CON140000001 კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლის (რომპეტროლ საქართველო) ფასია, შემსყიდველმა ორგანიზაციამ 2014 წლის იანვრის თვეში საჭირო EURO 4 დიზელის  შესყიდვა სითხის სახით უნდა მოახდინოს CON140000001 კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლისგან (რომპეტროლ საქართველო) არაუმეტეს 1.84 ლარად ერთი ლიტრი EURO 4 დიზელის სანაცვლოდ და შემსყიდველი ორგანიზაციის ხარჯებით ტრანსპორტირების პირობით. EURO 4 დიზელის სითხის სახით შესყიდვის მიზნით გამოცხადებულია CON140000008 კონსოლიდირებული ტენდერი, სადაც წინადადებების მიღება მთავრდება 2013 წლის 30 დეკემბრეს 13:00 საათზე.

 

ბ) დიზელი (PPM 50 და მეტი) (შემდგომში - დიზელი), გატანა - სითხის სახით - აღნიშნულ საწვავის სახეობასთან დაკავშირებით სატენდერო კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე (მაგ. გამარჯვებულის გამოვლენა) 2014 წლის იანვრის თვეში საჭირო დიზელის მოცულობის შესყიდვა უნდა მოხდეს ამ რეკომენდაციის მე–3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად დიზელის საწვავთან მიმართებაში დადგენილი პრინციპით. თუ ავტორიზებული ავტომანქანის გამართული ფუნქციონირებისთვის ცალსახად საჭიროა  მხოლოდ დიზელის საწვავი, მისი ნორმალური ექსპლოატაციისათვის და ექსპლოატაციის პროცესში დაზიანებების თავიდან აცილების მიზნით, დიზელის შესყიდვა უნდა მოხდეს ამ რეკომენდაციის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროცედურების (ელექტრონული პროცედურა ან ბაზრის კვლევა) შედეგად დაფიქსირებულ ყველაზე დაბალ ფასად ბიუჯეტის რაციოანლური ხარჯვის პრინციპის გათვალისწინებით. დიზელის სითხის სახით შესყიდვის მიზნით გამოცხადებულია CON140000010 კონსოლიდირებული ტენდერი, სადაც წინადადებების მიღება მთავრდება 2013 წლის 30 დეკემბრეს 18:00 საათზე.

 

გ)  დიზელი, გატანა - ავტოგასამართი სადგურიდან - აღნიშნულ საწვავის სახეობასთან დაკავშირებით სატენდერო კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე (მაგ. გამარჯვებულის გამოვლენა) 2014 წლის იანვრის თვეში საჭირო დიზელის მოცულობის შესყიდვა უნდა განხორციელდეს ამ რეკომენდაციის მე–3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად დიზელის საწვავთან მიმართებაში დადგენილი პრინციპით. თუ ავტორიზებული ავტომანქანის გამართული ფუნქციონირებისთვის ცალსახად საჭიროა  მხოლოდ დიზელის საწვავი, მისი ნორმალური ექსპლოატაციისათვის და ექსპლოატაციის პროცესში დაზიანებების თავიდან აცილების მიზნით, დიზელის შესყიდვა უნდა მოხდეს ამ რეკომენდაციის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროცედურების (ელექტრონული პროცედურა ან ბაზრის კვლევა) შედეგად დაფიქსირებულ ყველაზე დაბალ ფასად ბიუჯეტის რაციოანლური ხარჯვის პრინციპის გათვალისწინებით. დიზელიავტოგასამართი სადგურიდან შესყიდვის მიზნით გამოცხადებულია CON140000010 კონსოლიდირებული ტენდერი, სადაც წინადადებების მიღება მთავრდება 2013 წლის 30 დეკემბრეს 16:00 საათზე. 

 

დ) არანაკლებ EURO 3 სტანდარტის შესაბამისი ბენზინი (ოქტანობა არანაკლებ 92) (შემდგომში - EURO 3 რეგულარი), აღნიშნული საწვავის ამ სახეობასთან დაკავშირებით სატენდერო კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე (მაგ. გამარჯვებულის გამოვლენა) 2014 წლის იანვრის თვეში საჭირო EURO 3 რეგულარის მოცულობის შესყიდვა ავტოგასამართი სადგურიდან და სითხის სახით უნდა მოხდეს CON140000002 კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლისგან (შპს "ლუკოილ ჯორჯია") არაუმეტეს 1.77 ლარად ერთი ლიტრი პრემიუმის სანაცვლოდ ამავე კონსოლიდირებული ტენდერის პირობებისა და წესის თანახმად. იმ შემთხვევაში თუ, შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროების დაკმაყოფილებისთვის შესაძლებელია უფრო იაფი საწვავის შესყიდვა, იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება ავტორიზებული ავტომანქანების ნორმალური ექსპლოატაცია და ექსპლოატაციის პროცესში თავიდან იქნება აცილებული დაზიანების საფრთხე, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ რეკომენდაციის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროცედურების (ელექტრონული პროცედურა ან ბაზრის კვლევა) შედეგად დაფიქსირებულ ყველაზე იაფ ფასად (რომელიც მინიმუმ ერთი თეთრით ნაკლები უნდა იყოს CON140000002 კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლის (შპს "ლუკოილ ჯორჯია") მიერ შემოთავაზებული პრემიუმის ფასზე) მოახდინოს საწვავის შესყიდვა ბიუჯეტის რაციოანლური ხარჯვის პრინციპის გათვალისწინებით. EURO 3 რეგულარის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულია CON140000007 კონსოლიდირებული ტენდერი, სადაც წინადადებების მიღება მთავრდება 2013 წლის 30 დეკემბრეს 15:00 საათზე.